1790884478
ქალმა ფოტოსესიისთვის საფლავიდან 96 ვარდი მოიპარა - მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (უცხოეთი)
ალტაის მხარის მცხოვრებ ქალს ორი წელი პირობითი პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ფოტოსესიისთვის საფლავიდან 96 ვარდი წაიღო. ამის შესახებ რეგიონის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.
ქალმა მიცვალებულთა ხსოვნის დღეს ერთ-ერთ საფლავზე ყვავილები შენიშნა და გადაწყვიტა, ისინი თან წაეღო. გამოძიების ინფორმაციით, უჩვეულო ქურდობის მიზანი ფოტოსესიის მოწყობა იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 96 ვარდი სასაფლაოზე მამაკაცმა მიიტანა გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად. ამ რაოდენობის ძვირად ღირებული ყვავილების შესაძენად ის რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა ფულს.
სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო ქურდობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„ჩადენილი ქმედებისთვის, არსებული დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, მსჯავრდადებულ ქალს სასჯელის სახით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითად განესაზღვრა“, — განაცხადეს პროკურატურაში.












