ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად, ახალი მეთაური – ანდრეი ტროშევი შესთავაზა.
როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ეს წინადადება პუტინმა „ვაგნერელებთან“ გამართული შეხვედრის დროს გააჟღერა, რომელსაც, პრიგოჟინის გარდა, 35 მებრძოლი ესწრებოდა.
„კომერსანტის“ ცნობით, პუტინმა მებრძოლებს „ჭაღარას“ მეტსახელით ცნობილი ის მეთაური შესთავაზა, რომელიც დაჯგუფებას ბოლო 16 თვის განმავლობაში სათავეში ედგა.