პუტინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ჩართული მხარეების პასუხისმებლობაა და გარეშე პირებს ნაკლები ჩარევისკენ მოუწოდებს

ვლადიმერ პუტინი

უკრაინაში დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ ჩართული მხარეების პასუხისმებლობაა და გარეშე პირებს ნაკლები ჩარევისკენ მოუწოდა.

ამასთანავე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ყოველთვის მზად არის.