პუტინი: ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება.

„ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ [დიდი სამამულო ომის დროს] - თეთრი და შავი, წითელი და ყავისფერი... ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.