1748324677
„პროფესიული განათლება, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები - ჩვენს ქვეყანას ბევრი ასეთი სპეციალისტი სჭირდება“ - თეთრი სახლის სპიკერი

თეთრი სახლის სპიკერის, კაროლინ ლევიტის განცხადებით, ამერიკას სჭირდება ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები უფრო, ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტის ლგბტქ კურსდამთავრებულები.
„პროფესიული განათლება, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები - ჩვენს ქვეყანას ბევრი ასეთი სპეციალისტი სჭირდება და ჰარვარდის უნივერსიტეტის ლგბტქ ნაკლები კურსდამთავრებული. ამაში მდგომარეობს ამ ადმინისტრაციის პოზიცია“, - თქვა ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
თეთრი სახლის სპიკერი აგრეთვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის დაპირისპირებას.
„პრეზიდენტი უფრო დაინტერესებულია იმაში, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული პროფესიულ სასწავლებლებსა და პროგრამებს აგრეთვე სახელმწიფო სკოლებს გადასცეს, სადაც ამერიკულ ღირებულებებს ავითარებენ და რაც ყველაზე მთავარია, ასწავლიან მომავალ თაობას იმ უნარებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას სჭირდება“, - დასძინა ლევიტმა.