ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელსაც 2026 წელს ფინანსურად გაუმართლებს
1766953357
უელსის პრინცესამ კეთრინმა და მისმა ქალიშვილმა, შარლოტამ, საშობაო კონცერტზე საფორტეპიანო დუეტი შეასრულეს.
მათ შოტლანდიელი კომპოზიტორის, ერლანდ კუპერის ნაწარმოები Holm Sound დაუკრეს. ვიდეო გასულ კვირას უინძორის სასახლეში სპეციალურად ტელეარხ ITV1-ის საშობაო ტრანსლაციისთვის ჩაიწერა.
პროგრამის დაწყებამდე კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კეთრინი და იმ მომენტისთვის უცნობი მუსიკოსი ფორტეპიანოზე უკრავდნენ, წარწერით: „განსაკუთრებული დუეტი“. უელსის პრინცესა მხოლოდ მარცხენა ხელით უკრავდა, პრინცესა შარლოტა კი მხოლოდ მარჯვენათი.
პროგრამაში დუეტის ჩართვა კეთრინის პირადი ინიციატივა იყო, რომლის მიზანიც ადამიანური კავშირების მნიშვნელობისთვის ხაზის გასმა იყო.