„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ - რა დეტალები ხდება ცნობილი, გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე
1788164646
დღეს, 31 აგვისტოს, პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 29 წელი სრულდება. „ხალხის პრინცესად“ წოდებული დაიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 36 წლის ასაკში დაიღუპა.
ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაიანა მეგობარ დოდი ალ-ფაიედთან ერთად „Mercedes-Benz“-ის ავტომობილით სასტუმრო „Ritz“-იდან გაემგზავრა. მანქანა პაპარაცების დევნას გაურბოდა და ალმაას გვირაბში ავარიაში მოყვა.
დაიანა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავარიას ასევე ემსხვერპლა დოდი ალ-ფაიედი და ავტომობილის მძღოლი ჰენრი პოლი. გადარჩა მხოლოდ დაცვის თანამშრომელი ტრევორ რიზ-ჯონსი.
დაიანას გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა. მილიონობით ადამიანმა მისი დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო ლონდონში, კენსინგტონის სასახლესთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ყვავილები მიიტანა.
დღეს, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც, პრინცესა დაიანა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საყვარელ წევრად რჩება. მისი ჰუმანიტარული საქმიანობა, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა და ტრაგიკული ცხოვრება დღემდე საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.