ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, გამოკითხავენ მოწმეებს.
მალანია დუმილის უფლებას იყენებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"იწყება არსებითი განხილვა ბრალდებულ გიორგი მალანიას მიმართ. აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილნი იქნებიან დასაკითხი მოწმეები, კერძოდ ესენი არიან ნია იმნაძის მათემატიკის ჯგუფელები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში. ასევე, დასაკითხად წარმოდგენილი იქნება საქმის მწარმოებელი რამდენიმე გამომძიებელი. ასევე, დაიკითხება საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელმაც უშუალოდ გამოითხოვა ინფორმაცია იმ ზარებთან დაკავშირებით, რომელი ზარებიც ადასტურებს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის უშუალო კონტაქტს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე და დანაშაულის დღესაც", - განაცხადა პროკურორმა ქეთი სონიძემ.