„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                პრინც ჰარის ლონდონში ბოლო ჩასვლის დროს გზა აებნა. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი თავის მეგობრის სახლს ეძებდა და ამ დროს სულ მცირე 3 სხვადასხვა სახლში სცადა შესვლა.
ჰარი ფულემში ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე პრინცს ტელეფონი ყურთან აქვს მიტანილი და ზარს რეკავს. ერთ-ერთ სახლში მას კარი მოახლემ გაუღო, თუმცა სამეფო ოჯახის წევრი ვერ იცნო.
„გაოგნებულები ვიყავით, როცა მივხვდით, რომ პრინცი იყო. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ, როცა მომხდარზე მეზობლები ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელი სახლი სჭირდებოდა“, - ამბობენ ადგილობრივები.
მაისის დასაწყისში პრინცი ჰარი ლონდონში სააპელაციო სასამართლოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. პრინცს სარჩელი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი იმის გამო, რომ მას და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ჰარიმ დავა წააგო.