პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალისონ ჰუკერი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის უკანონო ქცევა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გამოფხიზლების ზარად უნდა იქცეს

ალისონ ჰუკერი

ჰორმუზის სრუტეში ირანის უკანონო ქცევა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გამოფხიზლების ზარად უნდა იქცეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერი აცხადებს.

მისი თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისა და კავშირების გაძლიერებისთვის, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

„ირანის უკანონო ქმედებები ჰორმუზის სრუტეში ყველა ჩვენგანისთვის უნდა იყოს გამოფხიზლების სიგნალი ჩვენი მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებისა და არასანდო ქვეყნებსა და გეოგრაფიულ ადგილებზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ. სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება“, – აღნიშნა ჰუკერმა.