POLITICO: გაერთიანებული სამეფო, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების ახალ მოდელის ქმნის

შეიარაღებული ძალების ახალ მოდელი

გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკუთარი შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი რუსეთთან კიევის ბრძოლის მაგალითზე გადაამზადებს არმიას ისე, რომ მიმდინარე ათწლეულში, მსგავსი კონფლიქტისთვის მზად იყოს.

ბრიტანეთის თავდაცვის ინვესტიციის გეგმას ახალი თავდაცვის მინისტრი დენ ჯარვისი დღეს გაასაჯაროებს.

გეგმის მიხედვით, რუსეთისა და ირანის შეკავების მიზნით, 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ დრონებზე დაიხარჯება.