"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან..." - ნინი ბადურაშვილი
1771271040
გერმანიის სასამართლომ სამშაბათს დაავალა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს, გადასცეს მკვლევრებს უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მათი დეტალური შესწავლის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ბერლინის სასამართლომ გადაწყვეტილება უფლებადამცველი ჯგუფის, Democracy Reporting International-ის სასარგებლოდ მიიღო. ორგანიზაცია ითხოვდა წვდომას მონაცემებზე, რათა შეესწავლა საარჩევნო პროცესზე გავლენის კამპანიები და დეზინფორმაცია. ჯგუფმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გასული წლის ნოემბერში X-მა მათი მოთხოვნა მონაცემთა გაზიარების თაობაზე უარყო.
ევროკავშირის რეგულაციები სოციალური მედიის პლატფორმებისთვის - ციფრული მომსახურების აქტი (DSA) - ავალდებულებს ისეთ მსხვილ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა X, მისცენ გარე მკვლევრებს მონაცემებზე წვდომის უფლება.
ეს აუცილებელია იმის შესასწავლად, თუ როგორ უმკლავდებიან პლატფორმები რისკებს, მათ შორის არჩევნებში ჩარევას. დეკემბერში ევროკომისიამ X-ი ამ ვალდებულების დარღვევისთვის 40 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რაც საერთო ჯამში 120-მილიონიანი საჯარიმო სანქციის ნაწილი იყო.