„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
აშშ-ის მაღალჩინოსნები ხუთშაბათს ჩავლენ მოსკოვში, რათა ვლადიმირ პუტინს სთხოვონ „კურთხევა“ იმის თაობაზე, რომ ევროპელ წარმომადგენლებს უკრაინის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ, - წერს გამოცემა POLITICO.
ჯარედ კუშნერმა, დონალდ ტრამპის სიძემ, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და თეთრი სახლის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთის ლიდერთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრებიან.
მათი მიზანია, შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღზე და უზრუნველყონ პუტინის თანხმობა იმის შესახებ, რომ ევროპამაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.
„ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გვყავდეს. ჩვენ რამდენჯერმე პირდაპირ ვუთხარით პრეზიდენტ პუტინსა და მის გუნდს, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის ერთადერთი გზა ჩვენ გვერდით მათი ყოფნაა და ვფიქრობ, ისინი მზად არიან ამაზე წავიდნენ“, - განაცხადა კუშნერმა.
„მჯერა, რომ ხვალ მოსკოვში სტივი და მე წარმატებას მივაღწევთ და პრეზიდენტი პუტინი ამის „კურთხევას“ მოგვცემს. ვფიქრობ, თუ ის ამაზე დათანხმდება, მნიშვნელოვან საკითხებზე ბევრად მეტი პროგრესის მიღწევას შევძლებთ“, - დასძინა მან.
კუშნერის შეფასებით, მთლიანობაში, აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები „შინაარსიანი“ და „მძიმე“ იყო.