1748675716
პიტერ სიიარტო: უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა

უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„ჩვენ უარი ვთქვით. ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა და არ გამოუვიდა. ბრიუსელი ცდილობს და არ გამოსდის. ჩვენი სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.