14 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1786639222
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ აშშ ფლობს საკმარის საზღვაო რესურსს რეგიონში ხომალდების როტაციისთვის. ეს კი, მისი შეფასებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს, ირანზე ეკონომიკური წნეხი საჭიროებისამებრ დიდხანს გააგრძელოს.
„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეუძლია ასეთი ბლოკადა განუსაზღვრელად შეინარჩუნოს, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ხომალდების როტაციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ჰეგსეტმა პანამაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჰეგსეტის განცხადებას წინ უძღოდა ოთხშაბათს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლის მიხედვითაც აშშ ჰორმუზის სრუტეზე „სრულ კონტროლს“ დამყარებულად მიიჩნევს - პოზიცია, რომელსაც ირანული მხარე სადავოდ ხდის.