პიტ ჰეგსეტი: ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება

პიტ

 აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ასეთად რჩება.

ჰეგსეტის თქმით, სახელმწიფო მოხელეების ვალია, განადიდონ ღმერთი.

„ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი. ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება, თუ მას შევინარჩუნებთ. როგორც სახელმწიფო მოხელეებმა, 250 წლის შემდეგ, ჩვენი ვალია, ის [ღმერთი] განვადიდოთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.