თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
1782315620
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, თავის პარტიაში კორუფციის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ სანჩესმა დეპუტატთა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სანჩესის თქმით, აცნობიერებს, რომ „საზოგადოება ადევნებს თვალს სასამართლო სფეროსთან დაკავშირებული ამბებს“.
„არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ მათ მნიშვნელობას. ეს გადამწყვეტია იმის გასაგებად, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში სასამართლო პროცესების მიღმაც. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების უკან დგანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც საკითხების ერთმანეთში არევას ცდილობენ, რათა ადამიანები დააბნიონ“, – განაცხადა სანჩესმა.
სანჩესმა უარყო, რომ სოციალისტური პარტია უკანონო დაფინანსებას იღებდა. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიაში კორუფციას არ მოითმენდა.
„მე არასოდეს მცოდნია ამგვარი პრაქტიკის შესახებ და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი მას“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.
სანჩესმა 32-წუთიანი გამოსვლის ნაწილი იმ საქმეებსაც დაუთმო, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებს ეხება და რომლებშიც მისი მეუღლე და ძმა ფიგურირებენ.
„ამაზე საუბარი ჩემთვის ადვილი არ არის, რადგან საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიცი, რომ ეს საქმეები ეფუძნება უსაფუძვლო ბრალდებებსა და დევნის სქემას, რომელიც სხვა დასავლურ ქვეყნებშიც გვინახავს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ცნობისთვის, 22 ივნისს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ბეგონია გომესი სასამართლოში დაიბარეს, რათა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი პასპორტის ჩამორთმევის საკითხი განხილულიყო.