პარიზში მეტროს 24 სადგური დაიხურა

paris

უსაფრთხოების მიზნით პარიზში მეტროს 24 სადგური დაიხურა.

როგორც ფრანგული მედია BFMTV წერს, მეტროსადგურები ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან დაიკეტა.

პარიზის პოლიციის შტაბის პრესსპიკერის თქმით, დედაქალაქის ქუჩებიდან „სახიფათო ნივთები“ უკვე ამოიღეს. როგორც ელენ დენეშერმა აღნიშნა, ნივთებს შორის იყო პიროტექნიკა, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი.

„შემოწმებები ტარდება ილ-დე-ფრანსის რეგიონის ყველა გზაზე. უკვე ამოღებულია საშიში ნივთები, რომლებიც, კერძოდ, პოლიციის ძალების წინააღმდეგ გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი, მათ შორის, პიროტექნიკა“, – განაცხადა პარიზის პოლიციის შტაბის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დღეს, 24 ოქტომბერს საფრანგეთის დიდ ქალაქებში ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი. აქციაში მონაწილე სტუდენტებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრების მთავარ მოთხოვნებს შორისაა მაღალი საცხოვრებელი ფასებისა და საწვავის მაღალი ფასების შემცირება, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

✕