სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ასობით ადამიანი მოიყოლა.
როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მეწყერმა 1100-ზე მეტი სახლი და 300-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა.
მეწყერი სოფელ კაოკალამში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ჩამოწვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია ოთხი ცხედარი. სტიქიის შედეგად ბლოკირებულია სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალი. ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებითაა შესაძლებელი.