14 წლის კაროლინამ დაიძინა, თვალები კი, 32 წლის შემდეგ გაახილა - მოვლენა, რომელსაც მეცნიერება დღემდე ვერ ხსნის

კატერინა ოლსონი

1876 წლის არაფრით გამორჩეულ დღეს, 14 წლის კაროლინა ოლსონს დაეძინა - თვალები კი 32 წლისა და 42 დღის შემდეგ, 1908 წელს გაახილა. შვედეთის პატარა კუნძულ ოკნოზე მცხოვრები კაროლინა სკოლიდან ბრუნდებოდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მას კბილის ძლიერი ტკივილი დაეწყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი, საწოლში დაწვა, დაიძინა და ვეღარაფრით გააღვიძეს. ვერავინ ხსნიდა, რა ემართებოდა გოგონას. კაროლინა თითქოს ღრმა ძილში იყო.

16 წლის შემდეგ, კაროლინა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გაღვიძება სხვადასხვა მეთოდით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, სახლში დააბრუნეს. ოჯახი მას რძითა და მცირე რაოდენობის საკვებით კვებავდა. 1908 წლის 3 აპრილს, წარმოუდგენელი რამ მოხდა - კაროლინამ თვალები გაახილა. ის უკვე 46 წლის იყო. თავდაპირველად, საკუთარი ძმებიც კი ვერ იცნო. უჭირდა ლაპარაკი, სინათლე აღიზიანებდა და ძალიან დასუსტებული იყო. თუმცა, მოგვიანებით, მან ნორმალური ცხოვრება განაგრძო და არც ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოვლენილა.

მაგრამ აქ ყველაზე დიდი კითხვა ჩნდება - მართლა ეძინა კაროლინას 32 წლის განმავლობაში თუ კომაში იყო? როგორ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნება? რატომ ვერ შეძლეს ექიმებმა მისი მდგომარეობის ახსნა? და რატომ გაიღვიძა მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე? კითხვები დღემდე უპასუხოა. ვერავინ ამოხსნა, რა დაემართა, სინამდვილეში, „ოკნოს მძინარე ქალს“.

✕