"ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ინტერვიუ ეკა კვალიაშვილთან
1776192342
პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილით თეირანში ჩავიდა.
ამერიკული მედიის თანახმად, პაკისტანის არმიის ფელდმარშალი ასიმ მუნირი მაღალი დონის დელეგაციას ხელმძღვანელობს.
მუნირის დელეგაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდება და „მოლაპარაკებების მეორე რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებს“ განიხილავს.
გასული კვირის ბოლოს აშშ-ს და ირანს შორის პაკისტანში მაღალი დონის შეხვედრებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, ირანი პაკისტანის მეშვეობით აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას აგრძელებს.