რა არ უნდა აიღოთ მიწიდან: რომელ ნაპოვნ ნივთებს შეუძლია უბედურება მოგიტანოს - სპეციალისტის რჩევები
1776715869
პაკისტანი შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ამზადებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ისლამაბადში უკვე გაემგზავრა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსი და მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
პარალელურად, ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ შტატებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავს მანამ, სანამ ვაშინგტონი ქვეყნის საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს.
სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა ირანული დელეგაციის ხელმძღვანელმაც - მან, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, საჯაროდ დაიცვა მოლაპარაკებების იდეა და აღნიშნა, რომ ირანს მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, დიპლომატიაც სჭირდება.
ცნობილია, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება რამდენიმე საათში ამოიწურება. დონალდ ტრამპის თქმით, ზავის გახანგრძლივება ნაკლებსავარაუდოა. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ თეირანს "სამართლიან და გონივრულ გარიგებას" სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით იმუქრება.