1776796786
სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 472 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 500 ლარს აჭარბებს.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.











