„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
უცხო ნივთიერების შემცველობის გამო, აშშ-ში გულისა და თირკმლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ერთ მილიონამდე ფლაკონი უკან გაიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) იუწყება.
უცხოური მედიის ცნობით, კალიფორნიის შტატის ფარმაცევტულმა საბჭომ უცხო ნივთიერება ტაბლეტების გარე ზედაპირზე აღმოაჩინა. თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პრეპარატების 944 142 ფლაკონი მოხმარებიდან ამოიღეს.
გაწვეული მედიკამენტების ჩამონათვალი:
Corlanor (გენერიკული სახელწოდება - ივაბრადინი) ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
ხოლო Sensipar (გენერიკული სახელწოდება - ცინაკალცეტის ჰიდროქლორიდი) ძირითადად გამოიყენება ქრონიკული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერაქტიურობის (ჰიპერპარათირეოზის) სამკურნალოდ.