რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751094813
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მთავრობის შემოთავაზებას 16 წელს მიუღწეველი მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვის აკრძალვის თაობაზე. ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის ეროვნული სამმართველოს დირექტორის, ლინდა გრანლუნდის თქმით, მისი უწყება ამ ინიციატივას მხარს უჭერს. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ასაკობრივი ცენზის აწევაც არის შესაძლებელი.
„ჩვენ აგრეთვე თანახმა ვართ, რომ მომავალში უპრიანი იყოს განვიხილოთ უფრო მაღალი ასაკობრივი ზღვარი, რადგან 16-18 წლის ახალგაზრდა ადამიანები კოფეინის ჭარბი მოხმარების ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ ექცევიან“, - აღნიშნა გრანლუდმა.
მისი თქმით, 16-18 წლის ახალგაზრდა ადამიანები ყველაზე მეტ ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარენ.