ცნობილია ბრუკლინში დაკავებული ორი ქართველის ვინაობა - რა ედავება მათ გამოძიება
1793129820
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, რუსეთის ოფიციალური პირები ფონდისთვის სანქციების მოხსნას უფრო ფართო მოლაპარაკებების ფარგლებში ითხოვენ.
მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის ტრანსპორტირებაში ამ ფონდის მონაწილეობას ეხება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია სანქციების მოხსნის შესახებ ფონდის მოთხოვნას განიხილავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ომის დასრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მედიის ცნობით, ამავე ოფიციალურმა პირმა დადებითად შეაფასა ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობს. მან დმიტრიევს „სასარგებლო შუამავალი“ უწოდა.
აღნიშნულ ფონდს სანქციები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წელს დაუწესა.