შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, ხუთშაბათს, ფედერალური მოსამართლის წინაშე წარდგება. როგორც CNN-ი წერს, ის შეეცდება მოსამართლე დაარწმუნოს, რომ აშშ-ის მთავრობა ერევა მის შესაძლებლობაში, დაიცვას თავი ნარკოტერორიზმის ბრალდებებისგან.
ამასთან, როგორც მედია წერს, მადუროს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტა სურს.
მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინმა, თავდაპირველად მოსმენა დანიშნა, რათა მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორეს დე მადუროს ადვოკატებს ჰქონოდათ დრო, განეხილათ მტკიცებულებები, დაეგეგმათ სამართლებრივი შუამდგომლობები და შესაძლოა, დანიშნულიყო სასამართლო პროცესის თარიღი.
CNN-ის ცნობით, ამ ისედაც უჩვეულო საქმის მოულოდნელი შემობრუნება მოხდა: მადუროს ადვოკატმა, ბარი პოლაკმა, გასულ თვეში განაცხადა, რომ თუ აშშ ვენესუელას მთავრობას სასამართლო ხარჯების გადახდის უფლებას არ მისცემს, მას სარჩელის გაწვევა მოუწევს.
პოლოკმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, თავდაპირველად გასცა, შემდეგ კი გააუქმა ლიცენზია, რომელიც ვენესუელის მთავრობას საშუალებას აძლევდა, გადაეხადა მისი იურიდიული ხარჯები. როგორც მადურო, ასევე ვენესუელის მთავრობა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც გადახდას ითხოვს, უნდა მიიღოს ლიცენზია, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის სანქციების შესახებ კანონების დარღვევა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების გაუქმება არღვევს მადუროს კონსტიტუციურ უფლებას, დაიცვას თავი ბრალდებებისგან. ამასთან, ფლორეს დე მადუროს ადვოკატი შუამდგომლობას შეუერთდა. თუ მოსამართლე საქმეს არ შეწყვეტს, ისინი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესასწავლად მოსმენას მოითხოვენ.