ლევან მახაშვილი: ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ

ლევან მახაშვილი

ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

იგი გამოეხმაურა უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირლანდიის უმსხვილესი საწარმო ალუმინის ნედლეულის მიწოდების იმ ჯაჭვში შედის, რომელიც, საბოლოოდ, რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს.

„ყველაზე კარგი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ. ერთ დღეს მორალურად განგსჯიან და მეორე დღეს ამორალურად, მორალური პრინციპების დარღვევით მიიღებენ გადაწყვეტილებებს. რაც დრო გადის, საზოგადოება უფრო მეტად ხედავს, ამ მიდგომის სისწორეს, რომ აუცილებლად, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან სხვა არავინ ამ ნაწილში ჩვენზე არ იფიქრებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.