ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა

ნეპალი

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა.

ნეპალის პოლიციის განცხადებით, განახლებული მონაცემების თანახმად, დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 1 924 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, პოლიციის ცნობით, მათ შორისაა 36 სხვადასხვა ქვეყნის 575 მოქალაქე.

როგორც ცნობილია, სტიქიას ინდოეთის 183, აშშ-ს 65, უკრაინის 62 და ბრიტანეთის 33 მოქალაქე ემსხვერპლა ან დაკარგულად ითვლება.

ამასთან, ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 579-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ტიბეტს, სტიქიას აქ, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.