რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში
1787776522
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 177-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნულმა უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 826 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათგან თითქმის 600 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სტიქია 26 აგვისტოს მოხდა, როდესაც მყინვარის ჩამოშლამ მდინარე ლჰენდე-ხოლაში წყალდიდობა გამოიწვია. ეს მდინარე ბჰოტეკოშის შენაკადია და მდებარეობს დერეფანში, რომელიც ტრეკერებსა და მომლოცველებს შორის პოპულარული მარშრუტით კატმანდუს ლჰასასთან აკავშირებს.