ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, 4 200-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, როგორც ცნობილია, დაკარგულებს შორის ნეპალის 3 600-ზე მეტი მოქალაქეა, 592 კი – უცხოელი. ასობით ადამიანი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომელი იყო. ისინი კატასტროფის მომენტში გვირაბებში მუშაობდნენ.
რაც შეეხება ჩინეთს, სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში დაღუპულთა რიცხვი ამჟამად თექვსმეტს შეადგენს, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, ძლიერი წყალდიდობა ნეპალსა და ტიბეტში 26 აგვისტოს მოხდა.