1788283723
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება დაახლოებით, 4 000 ადამიანი, მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სტიქიის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მაშველები დაკარგულებს მძიმე ტექნიკით, ვერტმფრენებითა და ექსკავატორებით ეძებენ. ამ დრომდე გვირაბშია ჩარჩენილი 300-მდე მუშა. მედიის ცნობით, სპეციალურმა სამაშველო ჯგუფებმა მათ გადასარჩენად დროებითი ხიდები ააგეს.
ნეპალის პრემიერ-მინისტრის ბალენდრა ბაშის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას უკვე გადაარჩინეს 11 ათასზე მეტი მოქალაქე. მისივე განცხადებით, ზოგიერთ ადგილას ელექტროენერგია და საკომუნიკაციო ხაზები უკვე აღადგინეს.
ცნობისთვის, წყალდიდობა ნეპალსა და ტიბეტში 26 აგვისტოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოშლილმა ყინულმა მდინარე ჩახერგა, რის შემდეგაც ტალახისა და მოგლეჯილი ხეების მასა დასახლებისკენ დაიძრა.









