შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეპალის პოლიციის თანახმად, წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 157 ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყელბლობის ინფორმაციით, ტიბეტის რეგიონში სამი დაღუპულია და კიდევ 265 უგზოუკვლოდ დაკარგული. ნეპალის ხელისუფლების თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგულია 403 ადამიანი, მათ შორის 341 უცხოელი.
არსებული ინფორმაციით, ტიბეტში, კაილაშის მთაზე მომლოცველად ინდოეთიდან 133 ადამიანი იმყოფებოდა. ასევე უგზოუკვლოდ დაკარგულია აშშ-ის 47 მოქალაქე, 34 ავსტრალიელი, 33 ბრიტანელი და 24 კანადელი.