ჩარლი კირკის მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
1757755356
ნეპალის პრეზიდენტმა რამჩანდრა პაუდელმა პარლამენტი დაითხოვა და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, არჩევნების თარიღი 2026 წლის 5 მარტია.
მანამდე ნეპალის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სუშილა კარკი დაინიშნა.
შეგახსენებთ, კომუნისტური ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო პროტესტს შეეწირა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები, რომელთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, ქვეყანაში კორუფციის დასრულებას და სოციალურ ქსელზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.
მოვლენებმა პიკს 8 სექტემბერს მიაღწია, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის აღების მცდელობა ცეცხლის გახსნით აღკვეთა. დაიღუპა 19 ადამიანი და გამოცხადდა კომენდანტის საათი. თუმცა მომავალ დღეს ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ნეპალის პარლამენტის, მთავრობის სასახლისა და პოლიტიკური ელიტის რეზიდენციების დარბევითა და გადაწვით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმედღიან პროტესტს სულ 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.