მოსალოდნელია ქარბუქი და ყინვა - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1768326826
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წინააღმდეგ კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მისაცემად კონგრესის კომიტეტის წინაშე არ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News ავრცელებს.
„იმის გამო, რომ ბილ კლინტონი არ გამოცხადდა კანონიერი უწყების საფუძველზე, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კომიტეტმა ერთხმად და ორპარტიულად დაუჭირა მხარი, მომავალ კვირას წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ყოფილი პრეზიდენტის, კლინტონის პასუხისგებაში მისაცემად კონგრესის უპატივცემულობისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ჯეიმს კომერმა.
კომიტეტმა ბილ კლინტონთან ჩვენების მიცემის პროცედურა სამშაბათს დილისთვის დანიშნა, ხოლო ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან - ოთხშაბათს.
ჯეიმს კომერისადმი გაგზავნილ წერილში კლინტონებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩვენების მისაცემად გამოცხადებას არ გეგმავდნენ.