ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 105 დოლარი გახდა

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ფონზე ნავთობის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ერთ ბარელზე 105.26 დოლარს მიაღწია.

ამასთან, აშშ-ში ნავთობის ფასმა, მაისის შემდეგ პირველად, 100 დოლარს მიაღწია.

კერძოდ, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულებამ 4.15%-ით მოიმატა.

ნავთობის ფასის ზრდის მიზეზად სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდა და ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ისა და ირანის მიერ განხორციელებული ორმხრივი იერიშები სახელდება.