„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინაში ომის დასრულებისთვის საბოლოო ვადა არ დაუდგენია.
უიტაკერის თქმით, „ივნისის საბოლოო ვადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა“.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამეა, რაც შეერთებულმა შტატებმა დააწესა“, - აღნიშნა დიპლომატმა.
„ჩვენ გვსურს, რომ ბრძოლა დასრულდეს. გვსურს, ორივე მხარე დასხდეს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შეთანხმდეს. გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და უბრალოდ გვსურს, უკრაინაში ტანჯვისა და მკვლელობების დასასრული ვიხილოთ. ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ მაშინვე, როგორც კი ამისთვის მზაობა იქნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე - რუსებიც და უკრაინელებიც - უნდა დაეთანხმონ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც შემუშავდება“, - დასძინა მან.