ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს, რათა დაგვეხმარონ გავუმკლავდეთ გიჟ, სამხედრო თვალსაზრისით აწ უკვე განადგურებულ ირანს - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატოს ქვეყნები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაეხმარნენ.

„ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს, რათა დაგვეხმარონ გავუმკლავდეთ გიჟ, სამხედრო თვალსაზრისით აწ უკვე განადგურებულ ირანს. აშშ-ს ნატოსგან არაფერი სჭირდება, მაგრამ „არასდროს დაივიწყებს“ ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს!“, - დაწერა ტრამპმა.