ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
NATO-ში ყველანი ვთანხმდებით, რომ არქტიკის დაცვას როცა ეხება საქმე, ერთად უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, ალიანსის წევრი სახელმწიფოები მომდევნო კვირებში არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ არქტიკის დაცვის საკითხთან დაკავშირებით ერთად უნდა ვიმუშაოთ და ზუსტად ამას ვაკეთებთ. არასდროს ვაკეთებ კომენტარს, როდესაც ჩვენს შორის დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არქტიკის ოკეანის უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი უთანხმოება არ არსებობს“, – აცხადებს მარკ რუტე.