NATO-ს ხუთი ქვეყანა დაბალფასიანი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე შეთანხმდა

ნატოს ხუთი ქვეყანა

NATO-ს წევრი ხუთი ქვეყანა დაბალფასიანი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე შეთანხმდა. გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადეს, რომ ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ, დაბალფასიან ავტონომიურ დრონებს, რადგან ნატო ცდილობს, გააძლიეროს თავისი საჰაერო თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ.

ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ ინიციატივას სახელწოდებით „დაბალი ღირებულების ეფექტური და ავტონომიური პლატფორმები“, რომლის მიზანია დრონების ერთ წელიწადში წარმოება.

„ჩვენი პირველი პროექტი გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, ვისწავლით გაკვეთილებს უკრაინაში ბრძოლის ველიდან. მზარდი საფრთხეების დროს პუტინს სიტყვები კი არა, ქმედებები შეაკავებს“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მზადყოფნისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა, ლუკ პოლარდმა.