წყალი 18:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793343373
კრიპტოვალუტის გიგანტმა Binance-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევის შედეგად 6.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები დაზარალდა. თავდასხმა შესაძლოა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივების დაახლოებით ნახევარი გაყინულია, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ჰაკერების ხელში რჩება. კომპანიაში აცხადებენ, რომ „მთელ ზარალს აანაზღაურებენ“.
Binance-ის პირველადი შეფასებით, ინციდენტი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ინჟინრის ლეპტოპს, რომელზეც ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს. ამან თავდამსხმელებს თანხების უნებართვოდ გატანის შესაძლებლობა მისცა.
ბირჟის განცხადებით, ის სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა დაადგინოს თავდამსხმელთა ვინაობა და ისინი „პასუხისგებაში მისცეს“. ამასთან, „ბიბისის“ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ჩრდილოეთ კორეას, კომპანიას პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ორმა ანალიტიკურმა კომპანიამ თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერთა ჯგუფი TraderTraitor დაადანაშაულა.