მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა 92.85 აშშ დოლარი შეადგინა, ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება კი 97.35 აშშ დოლარია

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება 92.85 აშშ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელ ფასთან შედარებით 2.1%-ით მაღალია.

ფასის მატება შეინიშნება ბრენტის მარკის ნავთობზეც. დღეს ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი დაახლოებით 1.8%-ით გაძვირდა და 97.35 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და ირანმა ერთმანეთზე საჰაერო იერიშები მიიტანეს.