დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1788380946
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰიბრიდული თავდასხმების ბოლო ტალღა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატებისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვს.
„ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ცდილობს ევროკავშირი შიგნიდან დაშალოს და მას არ უნდა მიეცეს თავისუფალი გადაადგილების პრივილეგიებით სარგებლობის უფლება“, - განაცხადა მან გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, გერმანიის ქალაქ ვაიმარში გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.
სიკორსკის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის მთავრობის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადება, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების შეჭრაში ბრალი რუსეთს დააკისრა და საპასუხო დიპლომატიური ზომების პაკეტი გამოაცხადა.
სიკორსკის ინიციატივა რამდენიმე ძირითად შეზღუდვას ითვალისწინებს: რუსი დიპლომატების გადაადგილების არეალის შეზღუდვას მხოლოდ აკრედიტაციის ქვეყნებით, შენგენის ვიზების გაცემის შემცირებას, ევროკავშირში შესვლისას ბიომეტრიული საშვების სავალდებულო წესით დანერგვასა და ბლოკში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობების შემადგენლობის შემცირებას.
„ევროკავშირის მასშტაბით ჯერ კიდევ მეტისმეტად ბევრი რუსი დიპლომატი იმყოფება. ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა 2000-ს აჭარბებს და სულ მცირე 40 პროცენტი ისეთ საქმიანობას ეწევა, რაც შეუსაბამოა მათ დიპლომატიურ სტატუსთან. ისინი მუშაობენ უწყებებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ტერორისტულ საქმიანობასაც ახორციელებენ“, - განაცხადა მან. - „ამიტომ, გერმანიასთან სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უნდა გავატაროთ“.