1771677490
მშიერი დათვები რესტორანში შეიჭრნენ და საკვები გაანადგურეს
ჩინეთის ქალაქ ნაგჩუში მშიერი დათვები რესტორანში შეიჭრნენ - წერს Jam Press.
რესტორნის მფლობელმა, გვარად ლიმ, განაცხადა, რომ შემთხვევის დროს თავად სხვა ქალაქში იმყოფებოდა, ის ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ნათესავების მოსანახულებლად იყო წასული. მისი თქმით, შეღწევის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა სოციალურ ქსელში მოულოდნელი „სტუმრების“ ამსახველი ვიდეო ნახა.
ვარაუდობენ, რომ ორი დათვი ახლომდებარე მთებიდან ჩამოვიდა. ისინი გაჩერდნენ ლის დახურული რესტორნის წინ. ერთ-ერთი დათვი უკანა თათებზე წამოდგა და შესასვლელის დამცავებს ბრახუნი დაუწყო. როცა ე.წ. დამცავის აწევა ვერ შეძლო, ორმა დათვმა რესტორანში სხვა მხრიდან შეძრომა შეძლო.
რესტორნის მფლობელი ამბობს, რომ სავარაუდოდ დათვებმა მას საკვების მთელი მარაგი გაუნადგურეს.












