სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
18 ივლისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული გამოცემა ASTRA-ს, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინისა და უკრაინული ტელეგრამ-არხის, Exilenova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნოგინსკსა და ელექტროსტალში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრები ნავთობბაზასა და Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დაფიქსირდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ათობით დაშავებულის შესახებ იუწყებიან.
კომპანია Wildberries & Russ-მა ოფიციალურად დაადასტურა ელექტროსტალში მდებარე თავის ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმის ფაქტი, რის გამოც ობიექტზე გაჩენილი ხანძრის გამო თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო.