მორიგი სარკინიგზო ავარია ესპანეთში - დაღუპულია მემანქანე, დაშავდა 40-მდე ადამიანი

ნკ

 მორიგი სარკინიგზო ავარია ესპანეთში - დაღუპულია მემანქანე, დაშავდა 40-მდე ადამიანი. შემთხვევა ბარსელონასთან ახლოს მოხდა.

სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა. არ არის გამორიცხული დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაშავებულებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ძლიერი შტორმის ფონზე მოხდა.

შეგახსენებთ, ესპანეთში ორშაბათს რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის გამო ჯერ კიდევ გლოვის დღეებია - სამგზავრო მატარებლების შეჯახებას ქვეყნის სამხრეთში 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.