მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია

მოლდოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის წინა ღამეს ჩვენი საჰაერო სივრცე არა ერთმა, არამედ ხუთმა დრონმა დაარღვია. კიდევ ერთი დრონი კი მოლდოვის ტერიტორიაზე, მიწაზე აღმოაჩინეს. ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია იმ მიუღებელი რისკების შესახებ, რომელსაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქმნის. უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას კვლავ მოჰყვა მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევა“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების დაცვის შესაძლებლობების განმტკიცება, დასძინეს მოლდოვის საგარეო უწყებაში.