ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები ხელმოწერილ დოკუმენტში ვალდებულებებს აიღებს, ეს თავისთავად ვერ აღკვეთს ირანზე კიდევ ერთ თავდასხმას, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
ღალიბაფის თქმით, ხანგრძლივი შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად, ირანის სტრატეგია სამხედრო მზადყოფნასა და მოლაპარაკებებს ერთმანეთს უნდა უთავსებდეს.
ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი მზად უნდა იყოს თავის დასაცავად, სრული ძალით იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში და ამავდროულად გამოიყენოს დიპლომატიური შესაძლებლობები სამხედრო მიღწევების გასამყარებლად და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ღალიბაფმა ხაზი გაუსვა, რომ ომისა და მოლაპარაკებების ერთმანეთთან შერწყმა არ ნიშნავს არც გაუთავებელ ომს და არც მუდმივ მოლაპარაკებებს. მისი თქმით, მიზანია, მოწინააღმდეგე მხარე აიძულონ, დაეთანხმოს ირანის მოთხოვნებს, ან უარის შემთხვევაში აღიაროს დამარცხება და წავიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებიც ირანს შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებას მისცემს.