ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 14 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძარი კონდიცირების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
ხანძარი დაახლოებით დილის 7 საათზე გაჩნდა. ცეცხლი პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის (PIMS) შენობის მესამე სართულზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილებაში გავრცელდა.
შემთხვევა ბოლო წლებში პაკისტანში საავადმყოფოებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ხანძრად ითვლება. ქვეყანაში სახელმწიფო ჯანდაცვა სუბსიდირებულია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა არასაკმარისი რესურსებით მუშაობს და გადატვირთულია.
როგორც Reuters-ი იუწყება, ხანძრის გაჩენის დროს პალატაში 16 ახალშობილი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის გადარჩენა მოხერხდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ხელისუფლებას შემთხვევის დაუყოვნებლივი გამოძიება დაავალა.
„უნდა დადგინდეს პასუხისმგებელი პირების ვინაობა და მათ მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდეს“, - ნათქვამია შარიფის ადმინისტრაციის განცხადებაში.