ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლა დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის ციტირებით დაიწყო, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საკუთარ ნავთობინდუსტრიაზე „კონტროლი დაკარგა“.
„ძნელი წარმოსადგენია უფრო დამამცირებელი მარცხი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უკავია და ასე ამაყობს ნავთობის ექსპორტით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში უსასრულო ომი უნდა დასრულდეს, სრულიად მართებულია.
„არ ვიცნობ მსოფლიოს არცერთ ლიდერს, რომელიც საპირისპიროს იტყოდა. არ ვიცნობ არავის, ვინც ღიად უჭერს მხარს ამ ომს - გარდა ერთი ადამიანისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.